პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში კორონავირუსისგან ოთხი პაციენტი გამოჯანმრთელდა
“პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში კორონავირუსისგან კიდევ ოთხი პაციენტი გამოჯანმრთელდა”, – ამის შესახებ კლინიკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში არის აღნიშნული.
„13 მაისის მონაცემებით, ჩვენს კლინიკაში სულ მოთავსებულია 60 პაციენტი, აქედან კოვიდინფიცირებულია 46 პაციენტი; რეანიმაციის მიმართულებაში მკურნალობას გადის სამი პაციენტი; თერაპიულ მიმართულებაში მოთავსებულია 46 პაციენტი; გამოჯანმრთელდა ოთხი პაციენტი“, – ნათქვამია კლინიკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.