ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევა დადასტურდა

​ოკუპირებულ აფხაზეთში COVID-19 კიდევ 3 ადამიანს დაუდასტურდა.

ყველა მათგანი სამშობლოში დაბრუნებული სტუდენტია და ისინი კარანტინზე სასტუმრო “აითარში” იმყოფებოდნენ.

ინფიცირებულები გუდაუთის საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ 7 ადამიანი მკურნალობს.

სოხუმში კარანტინში 256 ადამიანი რჩება, მათი უმრავლესობა რუსეთის სამხედრო სასწავლებლის კადეტია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები