დონალდ ტრამპი CBS-ის ჟურნალისტის კითხვამ გააღიზიანა – პრეზიდენტმა პრესკონფერენცია შეწყვიტა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში პრესკონფერენცია CBS-ის რეპორტიორის კითხვით გაღიზიანების შემდეგ გაწყვიტა.

დონალდ ტრამპი საუბრობდა იმაზე, რომ შეერთებულმა შტატებმა, სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, კორონავირუსზე გაცილებით მეტი ტესტი ჩაატარა.

ამის შემდეგ CBS-ის ჟურნალისტმა პრეზიდენტს დაუსვა კითხვა, თუ რატომ არის ტრამპისთვის ტესტების თემა გლობალური კონკურენციის საკითხი მაშინ, როდესაც ამერიკელები ყოველდღიურად იღუპებიან.

თეთრი სახლის ლიდერმა უპასუხა, რომ ეს ჩინეთს უნდა ჰკითხონ.

“მსოფლიოში ადამიანები იღუპებიან. შესაძლოა, ეს ის კითხვაა, რომელიც თქვენ ჩინეთს უნდა დაუსვათ. მე ნუ მეკითხებით, ჩინეთს ჰკითხეთ. თუ მათ ჰკითხავთ, შესაძლოა ძალიან უჩვეულო პასუხიც კი მიიღოთ”, – თქვა გაღიზიანებულმა ტრამპმა.

რეპორტიორის კითხვაზე, განემარტა პრეზიდენტს, რატომ უპასუხა კონკრეტულად მას ამ ფრაზით – დონალდ ტრამპი გაღიზიანდა და პრესკონფერენცია შეწყვიტა.

მოგვიანებით, შტატების პრეზიდენტი მომხდარს Twitter-ზე გამოეხმაურა და მისთვის არასასურველ მედიას “ხალხის მტრები” უწოდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები