საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელებულთა რიცხვი კი 32-ით გაიზარდა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა ბოლო 24 საათში – ერთით გაიზარდა და 639 გახდა, – ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე არის განთავსებული.

გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი 32 – ით გაიზარდა და 349 გახდა.

კარანტინის რეჟიმშია 4769 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 414 პირი.

ცნობისთვის, 639 ადამიანიდან 349 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 11 გარდაიცვალა. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები