თეთრიწყაროში მცხოვრებ 70 წელს გადაცილებულ ხანდაზმულებს სასურსათო ამანათები გადაეცათ
COVID 19-ის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში მცხოვრები ოჯახების დახმარება აქტიურად გრძელდება. ჰუმანიტარული აქციების ფარგლებში, დახმარება უკვე 1000-მდე შეჭირვებულ ოჯახს გაეწია.
როგორც “რეგიონულ კვირას” თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტიდან აცნობეს, ამჯერად, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 70 წელს გადაცილებულ 300 მარტოხელა ხანდაზმულს, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების მიერ, პირველადი სასურსათო პროდუქტებისა და ჰიგიენური საშუალებების ამანათები გადაეცათ.
მათივე ცნობით, ბენეფიციარებს ამანათები თეთრიწყაროს მაჟორიტარმა დეპუტატმა – გოდერძი ჩანქსელიანმა, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერმა – გიორგი ქორიძემ, მერის მოადგილეებმა, საქართველოს წითელი ჯვრის თეთრიწყაროს რაიონული ორგანიზაციის თავჯდომარე- ნინო ბაიდარაშვილმა და მოხალისეთა ჯგუფებმა გადასცეს.