ე.წ.სამხრეთ ოსეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 11-მდე გაიზარდა

ე.წ.სამხრეთ ოსეთში ​კორონავირუსი კიდევ 8 ადამიანს დაუდასტურდა, ჯამურად, 11 ინფიცირებულია.

ამის შესახებ „იუგოსეტპოტრებნადზორის“ თავმჯდომარის მოადგილემ, ანა გაგლოევამ განაცხადა.

დაავადებულთა შორის არის მამაკაცი, რომელიც ჩრდილოეთ ოსეთიდან დაბრუნდა, ასევე, რუსეთის უმაღლესი სასწავლებლებიდან სახლში დაბრუნებული სტუდენტები.

ე.წ.სამხრეთ ოსეთში კორონავირუსის პირველი სამი შემთხვევა გუშინ დადასტურდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები