ნათია თურნავა: 15 ივნისს ტურისტული სექტორი შიდა ტურიზმისთვის გაიხსნება

„ტურიზმის ამოქმედების მეორე ეტაპზე, 15 ივნისს შიდა ტურიზმისთვის ბაზარი გაიხსნება”, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ტურიზმის გახსნის ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაციაზე განაცხადა. გეგმის წარდგენა პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში არსებული ეკონომიკური ჯგუფის სხდომაზე გაიმართა.

ნათია თურნავამ ტურიზმის ამოქმედების ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში სექტორის დახმარების ახალი ეტაპის შესახებ დეტალურად ისაუბრა.

“ტურიზმის ამოქმედების მეორე ეტაპზე, 15 ივნისს შიდა ტურიზმისთვის ბაზარი გაიხსნება. ამ დროისათვის, ჩვენ უკვე გვექნება დამუშავებული უსაფრთხო ტურისტული ზონების კონცეფცია და ასევე იმუშავებენ საპილოტე ზონები. 15 ივნისიდან ადგილობრივი ტურისტი უკვე შეძლებს, ესტუმროს საქართველოში მდებარე სასტუმროებს, რომლებიც აღჭურვილი და გადაწყობილი იქნება უსაფრთხოების წესების შესაბამისად,”- განაცხადა ნათია თურნავამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები