ნათია თურნავა: ჩვენ შევთავაზეთ ტურიზმის სექტორს უპრეცედენტო საგადასახადო შეღავათები, რითაც უკვე 6 118-მა ტურისტულმა ბიზნესმა ისარგებლა

“ჩვენ შევთავაზეთ ტურიზმის სექტორს მათთან შეხვედრისა და კონსულტაციის შედეგად მართლაც უპრეცედენტო საგადასახადო შეღავათები”, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში არსებული ეკონომიკური ჯგუფის სხდომაზე, სადაც პრემიერმა ტურიზმის გახსნის ანტიკრიზისული გეგმა წარადგინა.

ნათია თურნავას შეფასებით, აღნიშნული შეღავათით უკვე ისარგებლა 6 118-მა ტურისტულმა ბიზნესმა.

“ჩვენ შევთავაზეთ ტურიზმის სექტორს მათთან შეხვედრისა და კონსულტაციის შედეგად მართლაც უპრეცედენტო საგადასახადო შეღავათები და ოთხი თვით მთლიან ბიზნესსექტორს მიეცა შესაძლებლობა, გადავადებულიყო ქონების გადასახადი, ასევე, საშემოსავლო გადასახადი 2020 წლის პირველ ნოემბრამდე.

ასევე, ჩვენ მყისიერად გავაფართოეთ მცირე სასტუმროების დახმარების პროგრამა, რომელიც „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ეგიდით ხორციელდება – როდესაც სახელმწიფო ასუბსიდირებს ბანკის პროცენტის დიდ ნაწილს, 80 პროცენტიანი სუბსიდირება ხდებოდა. თუ აქამდე ეს იყო 20 ნომრამდე ზომის სასტუმროები, ჩვენ მარტში მივიღეთ გადაწყვეტილება და 50 ნომრამდე სასტუმროებზე გავავრცელეთ იგივე პროგრამა. დღეის მონაცემებით, უკვე 2200-მა სასტუმრომ დააფიქსირა სურვილი, რომ ესარგებლა ამ შეღავათით“, – აცხადებს ნათია თურნავა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები