ნარაზენსა და შამადელას ადმინისტრაციულ ერთეულებში გაზიფიცირების სამუშაოები მიმდინარეობს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ნარაზენისა და შამადელას ადმინისტრაციულ ერთეულებში გაზიფიცირების სამუშაოები მიმდინარეობს.

პროექტის ფარგლებში, შამადელაში ​136 ოჯახი, ნარაზენში კი 852 გაზიფიცირდება. უახლოეს მომავალში, გაზიფიცირების სამუშაოები დაიწყება ოდიშში, საჭურღულიოს უბანში, სადაც გაზზმომარაგებას 45 ოჯახი მიიღებს.

აგრეთვე, გაზმომარაგების დაპროექტების სამუშაოები მიმდინარეობს ჭკადუაშის, ჯიხაშკარის, ყულიშკარისა და ალერტკარის ადმინისტრაციულ ერთეულებში. ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, ჯამურად, 38 ადმინისტრაციული ერთეულია გაზიფიცირებული.

მთავრობის განკარგულებით, აფხაზეთის სასაზღვრო ზოლთან განთავსებულ 10 ადმინისტრაციულ ერთეულში: განმუხურში, ანაკლიაში, კოკში, ხურჩაში, ორსანტიაში, შამგონაში, რუხში, ნაწულუკუში, რიყესა და ტყაიაში – ბუნებრივი გაზის გამანაწილებელ ქსელზე (შიდა ქსელის ერთი წერტილის მოწყობასა და ბუნებრივი გაზის მოხმარების ერთი ხელსაწყოს დაერთებას) უფასოდ მიერთება განხორციელდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები