ყვარლის მუნიციპალიტეტში რამდენიმე დღეა, თერმოსკრინინგი აქტიურად მიმდინარეობს

ყვარლის მუნიციპალიტეტის მასშტაბით რამდენიმე დღეა, თერმოსკრინინგი აქტიურად მიმდინარეობს.

აღნიშნულის შესახებ “რეგიონულ კვირას” ყვარლის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს.

მათივე ცნობით, თერმოსკრინინგი მოხალისეთა ჯგუფების  მიერ მიმდინარეობს, რომლებიც მერიის, საკრებულოსა და მუნიციპალიტეტთან არსებული ა(ა)იპ სამსახურების თანამშრომლებისგან შედგება.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსი ყვარლის სასწრაფო დახმარების ექიმს რამდენიმე დღის წინ დაუდასტურდა. დაინფიცირებული 50 წლამდე ქალი მკურნალობის კურსს თბილისში, ბოჭორიშვილის კლინიკაში გადის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები