ზესტაფონში კენკროვანი კულტურების ბაღების გაშენების პროცესი მიმდინარეობს
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში, სახელმწიფო პროგრამის – “დანერგე მომავალი” ფარგლებში, კენკროვანი კულტურების ბაღების გაშენების პროცესი აქტიურად მიმდინარეობს.
როგორც “რეგიონულ კვირას” ზესტაფონის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს, სახელმწიფო პროგრამაში, რომელიც კენკროვანი კულტურების გაშენების მხარდაჭერას ითვალისწინებს, 20-მდე ადგილობრივი ფერმერი ჩაერთო.
მათივე ცნობით, კენკროვანი კულტურების გაშენების პროცესს სოფელ ტაბაკინში, მეორე სვირსა და როდინაულში ზესტაფონის მერის მოადგილე – ელგუჯა კვეტენაძე, მაჟორიტარი დეპუტატი – შალვა კიკნაველიძე და სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების, იმერეთის რეგიონული სამსახურის უფროსი, დავით ჯინორიძე ადგილზე გაეცნენ.
“კორონავირუსის პანდემიის საპრევენციო ღინისძიებების ფარგლებში, ახალი ბაღების გაშენების პროცესი ჯანდაცვის სამინისტროს მიერ მიღებული რეკომენდაციების გათვალისწინებით ხორციელდება. კენკროვანი კულტურების დაფინანსების ქვეკომპონენტი, ფერმერებისთვის მიზნობრივი ფულადი დახმარების გამოყოფას ითვალისწინებს. ბაღების გაშებებისთვის საჭირო ნერგების, სარწყავი სისტემის მოწყობასა და სხვა საჭირი მასალების შეძენას სახელმწიფო პროგრამა 100 % აფინანსებს”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.