“ჩვენი სურვილია, რომ გახსნის გეგმები დავაჩქაროთ, რათა ხელი შევუწყოთ ქვეყანაში ეკონომიკის განვითარებას, თუმცა დიდი მნიშვნელობა აქვს კერძო სექტორისა და ეკონომიკური გუნდის მაღალ პასუხისმგებლობას”

“ჩვენი სურვილია, რომ გახსნის გეგმები დავაჩქაროთ, რათა ხელი შევუწყოთ ქვეყანაში ეკონომიკის განვითარებას, თუმცა ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს კერძო სექტორისქ და ეკონომიკური გუნდის მაღალ პასუხისმგებლობას”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

მინისტრმა კომპანიებს მოუწოდა, შრომის ინსპექციის რეკომენდაციები შეასრულონ, რათა მთავრობის მიერ დაგეგმილი ღონისძიებები შეფერხების გარეშე განხორციელდეს.

“პრემიერმინისტრმა დეტალურად ისაუბრა 6-პუნქტიანი გეგმის გახსნის შესახებ. ჩვენი სურვილი არის, რომ ეს გახსნის გეგმები დავაჩქაროთ იმისთვის, რომ ჩვენ ქვეყანაში ხელი შევუწყოთ ეკონომიკის განვითარებას, თუმცა აქ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს კერძო სექტორისა და ეკონომიკური გუნდის მაღალ პასუხისმგებლობას, ვინაიდან ჩვენ ბოლო სამი თვის მანძილზე ვიხილეთ, თუ როგორი მაღალი სოციალური პასუხისმგებლობით გამოირჩევიან ჩვენი მოქალაქეები, რის შედეგადაც სამთავრობო გუნდმა შეძლო და კოვიდინფექციის მართვასთან მიმართებაში საუკეთესო შედეგები დადო.

სწორედ ახლა დადგა ის დრო, რომ კერძო სექტორს მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა ეკისრება. ჯანდაცვის სამინისტროს შრომითი ინსპექციის სამსახური უკვე რამდენიმე დღეა, მუშაობს იმისათვის, რომ ხელი შეუწყოს ბიზნესს, რათა მათ შეძლონ გააქტიურება და გახსნის ღონისძიებების დაჩქარება მთავრობის გუნდთან ერთად. ამისათვის საჭიროა მათი რეგისტრაცია და მათი მზაობის დაფიქსირება. შრომის ინსპექციის სამსახურისგან უნდა მიიღონ ის კონსულტაციები, რითაც ისინი შეძლებენ, უსაფრთხოდ მართონ თავიანთი ბიზნესი როგორც საკუთარი ფირმებისთვის, ასევე – სახელმწიფოსა და, რაც მთავარია, ჩვენი მოქალაქეებისთვის. ამიტომ მე ყველას მოვუწოდებ, რომ დროული დარეგისტრირება და დროული მომზადება მოხდეს, რათა მთავრობის მიერ დაგეგმილი ყველა ღონისძიება შეფერხების გარეშე განხორციელდეს”, – განაცხადა ტიკარაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები