სისხლის უანგარო დონაციის აქციას მმართველი გუნდი სიღნაღში შეუერთდა (ვიდეო)

“გაიღე სისხლი,გადაარჩინე სიცოცხლე” – აქციას დღეს “ქართული ოცნების” წევრები სიღნაღშიც შეუერთდნენ. სისხლის უანგარო დონაცია მუნიციპალიტეტის მერიის შენობაში მიმდინარეობს.
დილიდან უანგარო დონაციაში მონაწილეობას, მმართველი გუნდის წევრებთან ერთად,  მოხალისეებიც იღებენ.
როგორც ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ “რეგიონულ კვირას” განუცხადა, დღის ბოლომდე სისხლს 30-მდე ადამიანი გაიღებს .

“ქართული ოცნების” გუნდი ეხმაურება ჯანდაცვის სამინისტროს მოწოდებასა და ვიღებთ მონაწილეობას აქციაში, ეს აქცია ხალხის გადარჩენას ემსახურება და ყველაფერი რეკომენდაციების დაცვით მიმდინარეობს”, – განაცხადა ივანე მირიანაშვილმა.

ჯანდაცვის სამინისტროს მოწოდებას, საქართველოს სხვა რეგიონებთან ერთად, კახეთის 5 მუნიციპალიტეტი შეუერთდა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები