ლანჩხუთში “ქართული ოცნების” ოფისში სისხლის უანგარო დონაციის აქცია მიმდინარეობს
“გაიღე სისხლი, გადაარჩინე სიცოცხლე” – ლანჩხუთის “ქართული ოცნების” ადგილობრივი ორგანიზაცია ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივას შეუერთდა. სისხლის უანგარო დონაციის ფარგლებში, ამ წუთებში ლანჩხუთში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, პარტიის წევრები და მოქალაქეები სისხლს აბარებენ.
სისხლის უანგარო დონაციის აქციაში ქალაქის მერიის წარმომადგენლები და საკრებულოს წევრები ჩაერთნენ. სისხლის გაღების აქციას შეუერთდა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერი, ალექსანდრე სარიშვილიც.
“ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” პოლიტიკური გუნდი ვუერთდებით ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივას, სისხლის გაღებასთან დაკავშირებით. მიმაჩნია, რომ, ამ ეტაპზე, როცა კორონავირუსი მძვინვარებს და მსოფლიოში სისხლის ბანკები ცარიელია, ყველაზე მეტად გვჭირდება მსგავსი ინიციატივები”, – განაცხადა ალექსანდრე სარიშვილმა.
შეგახსენებთ, სისხლის უანგარო დონაციის აქციას მმართველი გუნდის წევრები საქართველოს მასშტაბით, სხვადასხვა რეგიონში უკვე შეურთდნენ, მათ შორის, კახეთში, სამეგრელოში, შიდა ქართლში, სამცხე-ჯავახეთში, რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთსა და ა.შ. იმყოფებოდა.