ქუთაისში კლინიკა “ბომონდის” “ცხელების ცენტრში” 8 საეჭვო პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

ქუთაისში კლინიკა “ბომონდის” ე.წ ცხელების ცენტრში რვა პაციენტს კორონავირუსი არ აღმოაჩნდა. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” კლინიკიდან აცნობეს. მათივე ინფორმაციით, საკვლევ პაციენტებს შორის 2 აფხაზეთიდან იყო. პაციენტების ნაწილი სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებიდან გადაიყვანეს, ნაწილი კი კლინიკაში სახლებიდან შეიყვანეს.

ამ დროისათვის, კლინიკაში 3 საეჭვო პაციენტია.
“ამჟამად, გვიწევს სამი პაციენტი, მათგან 12 – დადგენილი, ერთი იყო გამოკვლევაზე და პასუხი უარყოფითია. გარდა ამისა, ერთი გამოჯანმრთელებული დატოვებს კლინიკას, დაგვრჩება 11 პაციენტი”, – განაცხადა ქუთაისის ახალი ინფექციური კლინიკის მთავარმა ექიმმა, თემურ ნადირაძემ.

შეგახსენებთ, იმერეთის მასშტაბით Covid19-ის დიაგნოზით 11 პაციენტი ქუთაისის ახალ ინფექციურ კლინიკაში მკურნალობს. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

ქუთაისის ლაბორატორიაში Covid19-ზე გაკეთებული 150-მდე კვლევიდან კი ყველა უარყოფითია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები