ბოლნისსა და მარნეულში კორონავირუსის 2 ახალი ფაქტი დადასტურდა
ბოლნისისა და მარნეულის მუნიციპალიტეტში დღეს COVID-19-ის ორი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ბოლნისის მუნიციპალიტეტში კორონავირუსი 82 წლის მამაკაცს დაუდასტურდა, – ამის შესახებ “რეგიონულ კვირას “ბოლნისის მერიაში განუცხადეს . მათი თქმით, წყარო ამ ეტაპზე ცნობილი არ არის და მიმდინარეობს ძიება.
რაც შეეხება მარნეულს – კლინიკა ჯეოჰოსპიტალში” კორონავირუსით ინფიცირებული 70 წლის ქალბატონია და ის თეთრიწყაროს მკვიდრია. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” კლინიკის დირექტორმა, ტატა შენგელაიამ განუცხადა.
“გუშინ გავგზავნეთ ლუგარის ლაბორატორიაში 8 საკვლევი მასალები. დღეს დილით მივიღეთ პასუხები . მხოლოდ ერთი გვაქვს დადებით, 7 პირის პასუხი უარყოფითია” , – განაცხადა ტატა შენგელაიამ .
უახლესი ინფორმაციით, მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტში, ჯამურად, კორონავირუსი 142 პირს დაუდასტურდა.