არჩილ ჯაფარიძე გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელ წედისში ადგილობრივებს შეხვდა
სახელმწიფო რწმუნებული რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის მხარეში, არჩილ ჯაფარიძე ონის მუნიციპალიტეტში, გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელ წედისში იმყოფებოდა და იქ მცხოვრებ ოჯახებს შეხვდა.
რწმუნებულმა მოსახლეობისგან არსებული საჭიროებები მოისმინა, როგორც აღინიშნა, არც საკვებისა და არც მედიკამენტების მომარაგების კუთხით პრობლემები არ აქვთ, ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციებსაც იცავენ და სრულყოფილი ინფორმაცია აქვთ კორონავირუსთან დაკავშირებით პრევენციულ ღონისძიებებზე.
აგრეთვე, სოფელში თერმოსკრინინგის მიმდინარეობას ონის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელთან, ეკა მაისურაძესთან ერთად გაეცნო და ექიმებს გაესაუბრა.
არჩილ ჯაფარიძემ წედისში მცხოვრებ მოსახლეობას ქართული წარმოების პირბადეები გადასცა და სამომავლო გეგმებსა და საჭიროებებზე მათთან ერთად იმსჯელა.