ლევან გოფოძე: “რესპუბლიკურ საავადმყოფოს” კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული 5 პაციენტი დღეს დატოვებს
“რესპუბლიკური საავადმყოფოს’ დირექტორის, ლევან გოფოძის თქმით, მათ კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 45 პაციენტი მკურნალობს.
მისივე თქმით, კლინიკას კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული 5 პაციენტი დღეს დატოვებს.
“ამჟამად საავადმყოფოში იმყოფება 64 პაციენტი, აქედან 45 არის კოვიდინფიცირებული. დღეს კლინიკას დატოვებს 17 პაციენტი, მათ შორის ხუთი კოვიდინფიცირებული, რომელიც უკვე გამოჯანმრთელდა. დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა არის საშუალო სიმძიმის და დამაკმაყოფილებელი. ამ ეტაპზე კოვიდინფიცირებული მძიმე პაციენტი არ გვყავს, თუმცა გვყავს პნევმონიანი პაციენტები.
გუშინდელს მერე ახალი შემთხვევა არ გვყავს. დღეს კიდევ სამ პაციენტს გაუკეთდა რეტესტირება, ვნახოთ, როგორ წავა ეს მდგომარეობა და ალბათ, ხვალაც გავუშვებთ გამოჯანმრთელებულ პაციენტებს”- განაცხადა ლევან გოფოძემ.