გორიდან ლუგარის ლაბორატორიაში კორონავირუსზე კვლევისთვის 23 ნიმუში გაიგზავნა

უახლესი მონაცემებით, გორის მუნიციპალიტეტიდან ლუგარის ლაბორატორიაში 23 ნიმუშია გაგზავნილი. ამის შესახებ „რეგიონულ კვირას“ შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციაში შექმნილ საგანგებო შტაბში განუცხადეს.
როგორც ცნობილია აღნიშნული 23 პირიდან, ნაწილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში დაინფიცირებული უმცროსი მედდის კონტაქტებია, ნაწილი კი ცხელების ცენტრებიდანაა გაგზავნილი.
დღეის მდგომარეობით, გორის მუნიციპალიტეტში 18 პირი თვითიზოლაციაში რჩება.
ცნობისთვის გორის მუნიციპალიტეტში ამ დროისთვის, კოვიდ ინფიცირებული 5 პირია, აქედან 2 არასრულწოვანი. დაინფიცირებული პირები გორის სამხედრო ჰოსპიტალის უმცროსსი მედდის კონტაქტებიდან არიან, რომელსაც კორონავირუსი 28 აპრილს დაუდასტურდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები