თბილისში მამაკაცი დაჭრეს
თბილისში, ავჭალაში 60 წლამდე ასაკის მამაკაცი დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, მეზობლებს შორის სიტყვიერი შელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.
დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოშია გადაყვანილი, მას ჭრილობები ცივი იარაღით აქვს მიყენებული.
როგორც “კვირას” შს სამინისტროში განუცხადეს, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 19/108 მუხლითაა დაწყებული, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.
უწყების ინფორმაციით, ბრალდებული დაკავებულია.