რამდენ ხანს გრძელდება იმუნიტეტი კორონავირუსის მიმართ – ინფექციონისტის განმარტება

რამდენ ხანს გრძელდება იმუნიტეტი კორონავირუსის მიმართ – ამ საკითხთან დაკავშირებით განმარტებას ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი აკეთებს.

„ალბათ, ყველას მობეზრდა ჩვენი მხრიდან სხვადასხვა კითხვაზე ერთი და იგივე პასუხი: „ჯერ ბოლომდე ცნობილი არ არის“. ამ შეკითხვაზე პასუხიც იგივეა, თუმცა იმუნიტეტთან დაკავშირებით მაინც არსებობს გარკვეული დაგროვილი ინფორმაცია, კერძოდ:
1. როგორც კვლევებით ირკვევა, ახალ კორონავირუსს ნაკლებად ახასიათებს მუტაციის უნარი. ის ბევრად ნაკლებად განიცდის ცვლილებებს, ვიდრე, მაგალითად, გრიპის ვირუსი. ამიტომ ,კორონავირუსის საწინააღმდეგოდ იმუნურ სისტემას მეტი შანსი აქვს განავითაროს უფრო მყარი იმუნიტეტი, ვიდრე გრიპის წინააღმდეგ, რომელიც სხვადასხვა სეზონებზე სხვადასხვა ტიპით გვევლინება და ვაქცინაც ყოველწლიურად თავიდან უნდა გაკეთდეს.
2. 2003 წლის SARS ეპიდემიის დროს (რომელიც ასევე კორონავირუსის ერთ-ერთი ტიპის მიერ იყო გამოწვეული) ინფიცირებულთა და გამოჯანმრთელებულთა კვლევამ აჩვენა, რომ მათ სამ წლამდე ესაზღვრებოდათ ანტისხეულები ვირუსის მიმართ.
3. სასუნთქი გზების მსუბუქი ინფექციების გამომწვევი კორონავირუსების (მათი რამდენიმე ტიპი არსებობს, რომლებიც ყოველწლიურად იწვევს მსუბუქად გამოხატულ „გაციებისმაგვარ“ დაავადებებს) მიმართ გამომუშავებული ანტისხეულები, ჩვეულებრივ, 2-3 წელი ცირკულირებს ადამიანის სისხლში.
4. ერთ-ერთი კორონავირუსით (ე.წ. 229E) ადამიანის ინფიცრების პირველი შემთხვევა მიმდინარეობს უფრო მძიმედ, ხოლო შემდეგი შემთხვევა (ანუ თუ იგივე ვირუსი ადამიანს ხელახლა დაემართა გარკვეული პერიოდის შემდეგ), მიმდინარეობს ბევრად უფრო მსუბუქად.
5. ზოგიერთი კვლევით, რაც უფრო მძიმედ მიმდინარეობს კორონავირუსული ინფექცია, მით უფრო ინტენსიურია იმუნური პასუხი, ანუ მძიმე დაავადება იმუნიტეტს მეტად „ამახსოვრდება“.
6. არც თუ ისე მაღალია იმ ადამიანთა პროცენტი, რომელთაც ინფექციის გადატანის შემდეგ ანტისხეულები არ ესაზღვრებათ, თუმცა ასეთებიც არსებობენ. ერთ-ერთი კვლევით, 175 ადამიანიდან, ვისაც PCR დადასტურებული კორონავირუსული ინფექცია ჰქონდა, 10-ს არ გამოუმუშავდა ანტისხეულები. თუმცა, იყო მოსაზრებაც, რომ ამ 10 ადამიანს PCR ცრუ დადებითი შეიძლებოდა ჰქონოდა. იგივე შედეგი ჰქონდა MERS (2012 წლის კორონავირუსული ეპიდემია) დროს გადარჩენილებში ანტისხეულების კვლევასაც – მცირე ნაწილში ანტისხეულები არ გამომუშავდა“, – წერს ინფექციონისტი „ფეისბუქში“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები