ირაკლი კობახიძე: იქ, სადაც “ნაცმოძრაობამ” მოქალაქეებისა და ეკონომიკისთვის გაიმეტა 0 ლარი, შეგიძლიათ, ჩასვათ 460, 75, 73, 150, 15, 50, 500, 600, 50, 90, 10, 600, 300 და 200 მილიონი და მიიღებთ “ქართული ოცნების” ანტიკრიზისულ გეგმას
“იქ, სადაც “ნაციონალურმა მოძრაობამ” მოქალაქეებისა და ეკონომიკისთვის გაიმეტა 0 ლარი, შეგიძლიათ, ჩასვათ 460, 75, 73, 150, 15, 50, 500, 600, 50, 90, 10, 600, 300 და 200 მილიონი და მიიღებთ “ქართული ოცნების” ანტიკრიზისულ გეგმას”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ირაკლი კობახიძე “ფეისბუქზე” პოსტს აქვეყნებს და ანტიკრიზისულ გეგმას ეხმაურება.
ირაკლი კობახიძე 𝟐𝟎𝟎𝟖-𝟐𝟎𝟎𝟗 წლებში “ნაციონალური მოძრაობის” ანტიკრიზისული გეგმის სოციალურ და ეკონომიკურ პაკეტებსა და მის შედეგებზე წერს.
„შეგახსენებთ ხელისუფლების ანტიკრიზისულ გეგმას: სოციალური პაკეტი: დახმარება უმუშევრად ან უხელფასოდ დარჩენილი დაქირავებით დასაქმებულებისთვის: 𝟎 ლარი; დახმარება შემოსავლის გარეშე დარჩენილი თვითდასაქმებულებისთვის: 𝟎 ლარი; სოციალური დახმარება მრავალშვილიანი ოჯახებისთვის, 65-100 ათასი ქულის მქონე ოჯახებისა და შშმ პირებისთვის: 𝟎 ლარი; კომუნალური გადასახადების განულება შესაბამისი საჭიროების მქონე ოჯახებისთვის: 𝟎 ლარი; ძირითად სასურსათო პროდუქტებზე ფასების ზრდის დაზღვევა: 𝟎 ლარი.
ეკონომიკური პაკეტი: სოფლის მეურნეობის პროექტების მხარდაჭერა: 𝟎 ლარი; კომპანიების პირდაპირი ფინანსური მხარდაჭერა: 𝟎 ლარი; კომპანიებისთვის დაბრუნებული დღგ: 𝟎 ლარი; ავტოიმპორტიორებისთვის განბაჟების გადავადება: 𝟎 ლარი; ტურისტული ბიზნესებისთვის გადასახადების გადავადება: 𝟎 ლარი; მცირე სასტუმროებისთვის სესხის პროცენტის სუბსიდირება: 𝟎 ლარი; კომერციული ბანკებისთვის მიწოდებული ფინანსური რესურსი: 𝟎 ლარი; საკრედიტო-საგარანტიო სქემა: 𝟎 ლარი; სამშენებლო მასალებზე ფასების ზრდის დაზღვევა: 𝟎 ლარი.
ეს იყო “ნაციონალური მოძრაობის” ანტიკრიზისული გეგმა 𝟐𝟎𝟎𝟖-𝟐𝟎𝟎𝟗 წლებში. ამ გეგმამ მოიტანა უზარმაზარი შედეგი: ასეულობით გაჩერებული მშენებლობა; ასეულობით გაკოტრებული სასტუმრო და სხვა ტურისტული ობიექტი; ასეულობით გაკოტრებული მცირე და საშუალო ბიზნესი; ათიათასობით ვალაუვალი ბანკის მევალე; 1,15 მილიონი სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი ადამიანი.
იქ, სადაც “ნაციონალურმა მოძრაობამ” მოქალაქეებისა და ეკონომიკისთვის გაიმეტა 0 ლარი, შეგიძლიათ, ჩასვათ 460, 75, 73, 150, 15, 50, 500, 600, 50, 90, 10, 600, 300 და 200 მილიონი და მიიღებთ ქართული ოცნების ანტიკრიზისულ გეგმას”, – წერს ირაკლი კობახიძე “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე.