ლევან გოფოძე: რესპუბლიკური საავადმყოფოდან ორი გამოჯანმრთელებული პაციენტი გაეწერა

რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის, ლევან გოფოძის თქმით, მათ კლინიკაში ​კორონავირუსით ინფიცირებული 47 პაციენტი მკურნალობს.

მისივე თქმით, კლინიკიდან ორი გამოჯანმრთელებული პაციენტი გაეწერა.

“ამ წუთისთვის, რესპუბლიკურ საავადმყოფოში დაკვირვების ქვეშ იმყოფება 64 პაციენტი, აქედან 47 არის დადასტურებული კოვიდ ინფექციით. გუშინ დაგვემატა კოვიდინფიცირებული 7 პაციენტი. რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს – ორი პაციენტი გაეწერა კლინიკიდან გამოჯანმრთელებული. დღეს 6 პაციენტს რეტესტირება უკეთდება, ანუ გუშინ გაკეთებული ტესტებით აღმოჩნდა, რომ 6 ტესტის პასუხი კორონავირუსზე ნეგატიურია, თუ ამ პაციენტზე მოვიდა ისევ უარყოფითი პასუხი, მათაც ხვალ გავუშვებთ სახლში. ახალი პაციენტების მდგომარეობა ნორმალურია, მხოლოდ ერთს აქვს პნევმონიის ნიშნები. რაც შეეხება წყაროებს – ერთი თეთრიწყაროს კლასტერიდანაა, ნაწილი კი თბილისის შემთხვევებია.

მედპერსონალიდან 11-ს გაუკეთდა PCR ტესტი, მთლიანად გაიტესტა უკვე რეანიმაციის მედპერსონალი და ყველას ნეგატიური აღმოჩნდა, ასევე, ე.წ. ემერჯენსის მედპერსონალის ნაწილი გაიტესტა, იქაც უარყოფითი იყო, დღეს დასრულდება ემერჯენსი და მერე გადავალთ დანარჩენ მედპერსონალზე. ჩვენთვის ძალიან მნიშნელოვანია მედპერსონალის კონტროლი. ვიყენებთ როგორც სწრაფ ტესტირებას, ასევე, PCR ტესტებს განსაკუთრებით იმ მედპერსონალისთვის, რომელიც მუდმივ შეხებაშია კოვიდ ინფიცირებულებთან”, – განმარტა გოფოძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები