ირაკლი ჩიქოვანი: დარგობრივი სამინისტროები გამართავენ პრეზენტაციებს, თუ ვის უნდა მიმართონ მოქალაქეებმა დახმარებების მისაღებად, ასევე, როგორ უნდა ისარგებლონ ბიზნესებმა შეღავათებით

“საქართველოს მთავრობის მიერ წარდგენილ ეკონომიკურ და სოციალურ ანტიკრიზისულ გეგმასთან დაკავშირებით, უახლოეს პერიოდში, საზოგადოების ინფორმირების მიზნით, დარგობრივი სამინისტროები შესაბამის დეტალურ განმარტებებს გააკეთებენ”, – ამის შესახებ პრემიერმინისტრის მრჩეველმა, ირაკლი ჩიქოვანმა ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, მთავრობის მიერ წარდგენილი გეგმა თითოეულ სეგმენტზეა მორგებული.

„სოციალური ანტიკრიზისული გეგმა, რომელიც საქართველოს მთავრობამ წარადგინა, არის საკმაოდ ფართო და თითოეულ მიმართულებასა და სეგმენტზე დარგობრივი სამინისტროები წარმოადგენენ ამ კვირის განმავლობაში პრეზენტაციებს, სადაც დეტალურად იქნება განხილული ანტიკრიზისულ გეგმაში წარმოდგენილი ყველა ინიციატივა, მათ შორის, თუ როგორ და ვის უნდა მიმართონ ჩვენმა მოქალაქეებმა გათვალისწინებული დახმარებების მისაღებად ეკონომიკური და სოციალური გეგმის ფარგლებში, ასევე, იქნება განმარტებები, თუ როგორ უნდა ისარგებლონ საქართველოში მოქმედმა ეკონომიკურმა აქტორებმა, ბიზნესებმა იმ შეღავათებითა და შესაძლებლობებით, რომლებსაც ეს გეგმა იძლევა”, – განაცხადა პრემიერმინისტრის მრჩეველმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები