შუახევის მუნიციპალიტეტში სასოფლო-სამეურნეო სამუშაოები შეუფერხებლად მიმდინარეობს

შუახევის მუნიციპალიტეტში სასოფლო-სამეურნეო სამუშაოები შეუფერხებლად მიმდინარეობს. სამუშაო პროცესს შუახევის მერი ფრიდონ ფუტკარაძე სოფელ დარჩიძეებში გაეცნო.

აღნიშნულის შესახებ “რეგიონულ კვირას” შუახევის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს.

მათივე ცნობით, საგაზაფხულო სამუშაოების მიმდინარეობა ძირითადად მიწის დამუშავების, თესვისა და ხეხილის სხვლის ეტაპს მოიცავს. შექმნილი სიტუაციის მიუხედავად, ადგილობრივები ინტენსიურად განაგრძობენ სხვადასხვა სამეურნეო საქმიანობას და მიწების დამუშავებას.

“მიუხედავად ქვეყანაში არსებული სიტუაციისა, რაც კორონავირუსის გავრცელებამ გამოიწვია, ადგილობრივი მოსახლეობა განაგრძობს სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებს უსაფრთხოებისა და რეკომენდაციების დაცვით. ადგილობრივი თვითმმართველობისა და აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხელშეწყობით, მოსახლეობას შესაძლებლობა აქვს შუახევის აგროსერვის ცენტრის ტრაქტორით, მიწის დასამუშავებლად , უფასოდ ისარგებლონ. ასევე, აგროსერვის ცენტრის აგრომაღაზიაში და საჩითილე მეურნეობაში შესაძლებლობა აქვთ შეიძინონ აგროქიმიკატები და ეკოლოგიურად სუფთა ბოსტნეულის ჩითილებები“, – განაცხადა ფრიდონ ფუტკარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები