ნათია თურნავა: „აწარმოე საქართველოში” პროგრამის ფარგლებში ამოქმედებულმა ბევრმა ბიზნესმა არა მხოლოდ გადარჩენა, არამედ სწრაფად გადაწყობა შეძლო
“როგორც დღეს პრემიერმინისტრმა აღნიშნა, პროგრამა „აწარმოე საქართველოში” ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროგრამაა, რომლის მეშვეობით ამ წლებში 500-ზე მეტი ბიზნესი ავამოქმედეთ და ამოვქოქეთ”, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მინისტრის თქმით, კიდევ ერთხელ დამტკიცდა, რომ ეს პროგრამა არის ეფექტური, რადგან მის ფარგლებში ამოქმედებულმა ძალიან ბევრმა ბიზნესმა ამ კრიზისულ პერიოდში შეძლო არა მხოლოდ გადარჩენა, არამედ – გადაწყობა და ისეთი პროდუქტების წარმოების დაწყება, რაც დღეს ყველაზე მოთხოვნადია – იქნება ეს პირბადეები, სამედიცინო კომბინიზონები, სადეზიდნფექციო ხსნარები თუ სხვა საჭირო პროდუქტი.
„ამ პროდუქციის დეფიციტი შეიქმნა გიგან სახელმწიფოებში, ჩვენზე გაცილებით უფრო მდიდარ სახელმწიფოებში და ჩვენ ეს არ ვაგრძნობინეთ ქართველ ხალხს, რადგან გვაქვს საწარმოები, რომლებიც ძალიან აქტიურად რეაგირებენ ამაზე და სწრაფად გადაეწყნენ ახალ წარმოებაზე, რითიც გვერდში დაუდგნენ საქართველოსა და ქართველ ხალხს”, – აღნიშნა ნათია თურნავამ.