როგორ ვხნათ და ვთესოთ – ფერმერთა გზამკვლევი პანდემიის პირობებში
თვეზე მეტია, საქართველო საგანგებო მდგომარეობის რეჟიმში ცხოვრობს. კორონავირუსის შეკავების მიზნით, მთავრობამ მთელი რიგი შეზღუდვები დააწესა. 21:00 საათიდან 06:00 საათამდე გამოცხადდა ე.წ. კომენდატის საათი. თბილისი, რუსთავი, ბათუმი და ქუთაისი ერთგვარ ჩაკეტილ ზონებად გამოცხადდა.17 აპრილის ბრძანებულებით, აიკრძალა ყველა სახის მექანიკური სატრანსპორტო საშუალებით გადაადგილებაც. გამონაკლისი მხოლოდ მოტოციკლეტი, მოპედი და ველოსიპედია. გარკვეული შეზღუდვები დაწესდა სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაზეც.
ფერმერთა უფლებები და ვალდებულებები covid 19-ის პირობებში
სასოფლო-სამეურნეო საქმიანობა დაშვებულია მხოლოდ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მანქანის ან ტექნიკის გამოყენებით.
(მაგ.: ტრაქტორი, კომბაინი და სხვ.). აუცილებელია უსაფრთხოების ნორმების დაცვაც. დიდი ფერმერული მეურნეობებისა და საწარმოებისათვის გაწერილია დამსაქმებელთა და დასაქმებულთ ვალდებულებებიც. (https://www.moh.gov.ge/ 22 აპრილს ცნობილი გახდა, რომ სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებისთვის მოქალაქეებს გარკვეულ საათებში ავტომობილით გადაადგილების საშუალება მიეცათ. 06:00 საათიდან 08:00 საათამდე ფერმერებს საშუალება აქვთ, სამუშაო ადგილემდე მივიდნენ, ხოლო 18:00 საათიდან 19:00 საათამდე – სახლში დაბრუნდნენ. შესაბამისი ნებართვის მისაღებად ფერმერი იმ მუნიციპალიტეტს უნდა დაუკავშირდეს, სადაც მისი სასოფლო-სამეურნეო სავარგული და საცხოვრებელი მდებარეობს. როგორც სურსათის ეროვნულ სააგენტოში განმარტავენ, მუნიციპალიტეტშივე ხდება იმის დადგენა, აქვს თუ არა ნებართვის მომთხოვნს შესაბამისი სავარგული შესაბამის მუნიციპალიტეტში.
ფერმერებმა, დისტრიბუტორებმა ან სხვა დაინტერესებულმა პირებმა იმისათვის, რომ საკარანტინო ზონებში ან კარანტინის საათებში ტვირთებისა და მუშა-ხელის ტრანსპორტირება შეძლონ, აუცილებელია, სურსათის ეროვნულ სააგენტოს მიმართონ, სადაც სპეციალური ფორმის შევსების შემდეგ შესაბამის ნებართვასაც მიიღებან. შესაძლებელია ცხელი ხაზით სარგებლობაც (ტელ 1501).
როგორც ირკვევა, იმ ფერმერებს, ვისაც არ აქვთ საჭირო სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა, შეუძლიათ, მიმართონ შპს მექანიზატორს, რომლის სერვის-ცენტრებიც მთელი საქართველოს მასშტაბით შეუფერხებლად ფუნქციონირებენ.(http://www.alsc.ge/Ge/ServiceCenters)
პრობლემები, რომლებიც შეზღუდვებმა შექმნა
საქართველოს ფერმერთა ასოციაციაში 3 ძირითად პრობლემაზე ამახვილებენ ყურადღებას. კერძოდ:
• ავტომანქანით ფერმერისა და მუშა-ხელის გადაადგილებისათვის საშვების გაცემა არის უკიდურესად გართულებული.
• ავტომანქანით გადაადგილების დრო (06:00-08:00 და 18:00-19:00 საათებში) და აგრო-საშუალებების მაღაზიისა და მექანიზაციის ცენტრების მომსახურების საათები არ ემთხვევა ერთმანეთს.
• შორ დისტანციაზე გადაადგილება ვისაც უწევს, მისთვის დილით 2 საათი და საღამოს 1 საათი არ არის საკმარისი, რომ წავიდეს ფერმაზე, ჩაატაროს აგრო-ღონისძიებები და დაბრუნდეს უკან სახლში.
ფერმერების აზრით, ამ პრობლემის სწრაფად მოგვარება შესაძლებელია შემდეგი ღონისძიებების გატარებით:
გამოსავალი
ავტომანქანით გადაადგილების რამდენიმე საათით გახანგრძლივება, ისე რომ ეს დრო ემთხვეოდეს აგრო-საშუალებების მაღაზიისა და მექანიზაციის ცენტრების სამუშაო საათებს.
ფერმერებისათვის სპეციალური ცხელი ხაზის ამოქმედება, რომელიც სწრაფად უზრუნველყოფს გადაადგილების ნებართვის გაცემას. როგორც ფერმერთა ასოციაციაში აცხადებენ, კარგი იქნება, თუ სოფლის რწმუნებულებზე მიბმული ელექტრონულ საშვთა ბაზა, რომელიც საპატრულო პოლიციას და სხვა შესაბამის უწყებებს გადაეგზავნებათ.
აქვე შეგახსენებთ, რომ საავტომობილო გადაადგლებაზე შეზღუდვა 27 აპრილს მოიხსნება.