სავაჭრო ცენტრ “ისთ ფოინთის” ნაწილს მეორე დღეა ელექტროენერგია არ მიეწოდება – დაკეტილია ბრენდული მაღაზიები

სავაჭრო ცენტრ “ისთ ფოინთის” ნაწილს მეორე დღეა ელექტროენერგია არ მიეწოდება. არ მუშაობს სხვადასხვა ბრენდული; საყოფაცხოვრებო თუ ტექნიკის მაღაზიები, აფთიაქი.

მომსახურე პერსონალის თქმით, ორი დღეა ვერ ახერხებენ მომხმარებლის საჭირო სერვისით უზრუნველყოფას.

როგორც “კვირას” თელასში განუცხადეს, სავაჭრო ცენტრში ელექტროენერგიის შიდა ქსელი არის დაზიანებული, რაზეც პასუხისმგებელი კონტრაქტორი კომპანიაა. მათივე ინფორმაციით, ელექტროენერგია სავარაუდოდ დღის ბოლომდე აღდგება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები