“ჩვენი მიზანია, კანონთან კონფლიქტში მყოფ ბავშვებს შევუქმნათ ყველა პირობა, რომ მათი ინტერესი იყოს სრულფასოვანი განათლების მიღება, ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაცია და არა მიდრეკილება კრიმინალისკენ” – იონათამიშვილი

“ჩვენი მიზანია, კანონთან კონფლიქტში მყოფ ბავშვებს შევუქმნათ ყველა პირობა, რომ მათი ინტერესი იყოს სრულფასოვანი განათლების მიღება, ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაცია და არა მიდრეკილება კრიმინალისკენ”, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა ახალ საკანონმდებლო ინიციატივაზე საუბრისას განაცხადა.

„ჩვენი მიზანია, რომ მას შემდეგ, რაც ისინი 18 წლის გახდებიან, მათი ინტერესი იყოს განათლების მიღება, საზოგადოებაში ჩართულობა და არა კრიმინალური თვისებების განვითარება. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანი არის, რომ სწორედ ეს მულტიდისციპლინარული მიდგომები იყოს უზრუნველყოფილი სახელმწიფოს მხრიდან და მხარდაჭერის, რეაბილიტაციისა და მზრუნველობის სერვისებით მოხდეს მათი სრულფასოვან მოქალაქეებად განვითარება“, – განაცხადა იონათამიშვილმა.

ცნობისთვის, ბავშვების მიერ დანაშაულის ჩადენის გაზრდილ მაჩვენებლებს პარლამენტი საკანონმდებლო ცვლილებებით პასუხობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები