გიორგი სვანიძე: გვეამაყება ჩვენი ახალგაზრდები, რომლებიც კარგად გრძნობენ, როგორი ძალა აქვს განათლებასა და შრომას

ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი სვანიძემ, მუნიციპალიტეტის მერთან, ზამურ ჭითანავასთან ერთად, 2023–2024 წლის 40 ოქროს და 8 ვერცხლის მედალოსანი მოსწავლე დააჯილდოვა. ინფორმაციას ბოლნისის მერია ავრცელებს.

ღონისძიება ბოლნისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ინიციატივით გაიმართა და მას ხელმძღვანელი იამზე სვანიძე უძღვებოდა.

გიორგი სვანიძემ ახალგაზრდებს სკოლის წარმატებით დასრულება საკრებულოს სახელით მიულოცა.

„საკრებულოს სახელით ვულოცავ თითოეულ თქვენგანს ამ ღირსეულ გამარჯვებას. გვეამაყება ჩვენი ახალგაზრდები, რომლებიც კარგად გრძნობენ, როგორი ძალა აქვს განათლებასა და შრომას,”- განაცხადა გიორგი სვანიძემ.

დაჯილდოების ცერემონიაში ასევე მონაწილეობდნენ მერის პირველი მოადგილე, ალექსანდრე ზამბახიძე და საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო და ეთიკის კომისიის თავმჯდომარე, გიორგი მჭედლიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები