შოთა ბერეკაშვილი: კანონში ცვლილებები მიმართულია იმისკენ, რომ სახელმწიფომ უკეთესად შეძლოს იარაღის არსებული სახეობის კონტროლი და მეორე მხრივ, დაცული იყოს ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოება
ეკონომიკური პოლიტიკის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე შოთა ბერეკაშვილი იარაღის შესახებ კანონში დაგეგმილ ცვლილებას გამოეხმაურა.
„იარაღის შესახებ კანონში ცვლილების შედეგად აიკრძალება ელექტროშოკური იარაღის ქვეყანაში იმპორტი, მოხმარება, შენახვა და ასე შემდეგ. ამასთან ერთად, გაზის, აეროზოლური და აკუსტიკური იარაღი ლიცენზირებას და სპეციალური ნებართვის აღებას დაექვემდებარება. აღნიშნულ კანონში ცვლილებები მიმართულია იმისკენ, რომ სახელმწიფომ უკეთესად შეძლოს იარაღის არსებული სახეობის კონტროლი და მეორე მხრივ, დაცული იყოს ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოება“, – განაცხადა შოთა ბერეკაშვილმა.
ცნობისთვის, პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი დღეს „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ინიცირებულ ცვლილებებს განიხილავს.