მედია: დონალდ ტრამპმა 28-პუნქტიანი “სამშვიდობო გეგმა”დაამტკიცა
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დაამტკიცა 28-პუნქტიანი „სამშვიდობო გეგმა“, რომელიც უკრაინაში ომის დასრულებას ისახავს მიზნად,- ინფორმაციას “ენბისი ნიუსი” ავრცელებს.
როგორც მედია აღნიშნავს, გეგმა მოიცავს „უსაფრთხოების გარანტიების“ პრინციპს, რომელიც, მათი განმარტებით, მიმართულია გრძელვადიანი და მდგრადი მშვიდობის უზრუნველყოფისკენ.
როგორც მედიის წყარო აცხადებს, გეგმის შემუშავებაში მონაწილეობდნენ დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი, ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი, სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო და აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი ჯარედ კუშნერი. რუსეთის წარმომადგენელი კი იყო კირილ დმიტრიევი, ასევე, მათ კონსულტაციები გაიარეს უკრაინელ ოფიციალურ პირებთან.
თეთრი სახლის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ტრამპი „კონფლიქტის სწრაფი შეწყვეტის“ იდეის მხარდამჭერია და მიიჩნევს, რომ ახალი გეგმა შესაძლოა გახდეს პლატფორმა მოლაპარაკებების განახლებისთვის, თუ მხარეები მზად იქნებიან მსგავსი პოზიციისთვის.