“14 წლამდე ასაკის ბავშვები სჩადიან ქურდობებს… ამ ინიციატივის მიზანია ასეთი ბავშვების რესოციალიზაცია” – გიორგი კახიანი

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი კახიანი “ქართული ოცნების” იმ ინიციატივას გამოეხმაურა, რომელიც კანონთან კონფლიქტში მყოფ, 14 წლამდე პირებთან მიმართებით სპეციალური კანონის მიღებას გულისხმობს.

მისი თქმით, ინიციატივის მიზანი ასეთი ბავშვების რესოციალიზაცია და რეაბილიტაციაა.

“არასრულწლოვანები და, ხშირ შემთხვევაში, 14 წლამდე ასაკის ბავშვები სჩადიან ქურდობებს და გარკვეულ კრიმინალურ ქმედებებს. ყველაფერმა ამან, ბუნებრივია, ახალი გამოწვევის წინაშე დააყენა ჩვენი კანონმდებლობაც. ამ ინიციატივის მიზანი არის ასეთი ბავშვების რესოციალიზაცია და რეაბილიტაცია,” – აცხადებს გიორგი კახიანი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები