,,გაცნობიერებული ინფორმირებულობა არ მიიღწევა მხოლოდ ინტერნეტში რაღაც ინფორმაციის მოძიებით, ან რომელიმე კონკრეტული საინფორმაციო საშუალების მოსმენით” – თენგიზ შარმანაშვილი საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებზე

,,ქართული ოცნების” დეპუტატი თენგიზ შარმანაშვილი საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებს გამოეხმაურა.

“ერთი არის მოწყვლადობა ამ ადამიანების და კონკრეტული მაგალითებიც კი დასახელდა წინა არჩევნებზე როგორ ახდენდნენ ზემოქმედებას ვინც მათსავით არ ფიქრობდა, ვინც “დიფ სთეითის” მეინსტრიმს არ მიჰყვებოდა, რა მექანიზმებს იყენებდნენ, სიებსაც კი ადგენდნენ ამერიკის შეერთებულ შტატებში და მერე ემუქრებოდნენ ამ ადამიანებს, რომ მათ თუ ვიზა ჰქონდათ ვიზის მოქმედება შეუწყვეტდნენ, თუ შრომის უფლება – შრომის უფლებას შეუწყვეტდნენ.

მეორე არის ინფორმირებულობის საკითხი, გაცნობიერებული ინფორმირებულობა არ მიიღწევა მხოლოდ ინტერნეტში რაღაცა ინფორმაციის მოძიებით, ან რომელიმე კონკრეტული საინფორმაციო საშუალების მოსმენით. სხვა სახელმწიფოებიც ფიქრობენ, მათ შორის ევროკავშირის სახელმწიფოებიც, ისეთი როგორიც არის ირლანდია, რომელსაც გაცილებით უფრო დიდი დიასპორა ჰყავს მსოფლიოში, ვიდრე ჩვენ გვყავს, ასევე მალტა – ისინიც ამ მიდგომების გამო მხოლოდ თავის ტერიტორიაზე ატარებენ ამ არჩევნებს”, – აცხადებს შარმანაშვილი.

ცნობისთვის, საარჩევნო კოდექსში განხორციელდება ცვლილება, რომლის თანახმადაც ქართველ ემიგრანტებს საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში ხმის მიცემის შესაძლებლობა მხოლოდ საქართველოს სახელმწიფოს საზღვრებში ექნებათ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები