მახაშვილი – გადადებულ შეხვედრაზე: გვაქვს განცდა, რომ იყო ერთგვარი მცდელობა, დღის წესრიგზე შეთანხმებული ამ შეხვედრიდან გაქცეულიყვნენ და ბრიუსელში ჩვენი არგუმენტებისთვის არ მოესმინათ
„გვაქვს განცდა, რომ იყო ერთგვარი მცდელობა, დღის წესრიგზე შეთანხმებული ამ შეხვედრიდან გაქცეულიყვნენ და ბრიუსელში ჩვენი არგუმენტებისთვის არ მოესმინათ”, – ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, ლევან მახაშვილი აცხადებს, რითაც საქართველო-ევროკავშირის დიალოგის გადადებასთან დაკავშირებით გაჟღერებულ მიზეზებს ეხმაურება.
“მთავარი მიზანი იყო, რომ არ შექმნილიყო პოზიტიური მაგალითი და არ გადადგმულიყო ნაბიჯი, რის შემდეგაც ჩვენ ურთიერთობების გადატვირთვასაც დავიწყებდით. როგორც ჩანს, ეს ზოგიერთებს ბრიუსელში არ ეპიტნავათ და გადაწყვიტეს, დიალოგის რეჟიმის ნაბიჯების დაბრუნების ნაცვლად, ესკალაციაზე წასულიყვნენ. სხვა ახსნა არ გვაქვს. მიზეზები, რაც ფორმალურად, თუ არაფორმალურად იყო გადმოცემული, ჩვენთვის სერიოზული არ არის, რადგან ეს უფრო ჰგავს საბაბს, ვიდრე რეალურ მიზეზს“, – ამბობს მახაშვილი.
საგარეო უწყების განმარტებით, 2025 წლის 21 ნოემბერს ბრიუსელში დაგეგმილი შეხვედრა, ევროკავშირის მხარის გადაწყვეტილებით, შეხვედრამდე რამდენიმე დღით ადრე გადაიდო.