ფინეთში სიჩქარის გადაჭარბების ჯარიმები შემოსავლის მიხედვით გამოითვლება

ფინეთში სიჩქარის გადაჭარბებაზე დაწესებული სანქციები ერთ-ერთ ყველაზე მკაცრად ითვლება ევროპაში, რადგან ჯარიმის ოდენობა ფიქსირებული არ არის და მოქალაქის შემოსავალის მიხედვით განისაზღვრება.

ქვეყნის სამართალდარღვევათა სისტემა ე.წ. „დღიური ჯარიმის“ მოდელს იყენებს, რომლის დროსაც გადასახდელი თანხა დამოკიდებულია როგორც დანაშაულის სიმძიმეზე, ისე დამრღვევის დღიურ შემოსავალზე.

ფინური კანონმდებლობის მიხედვით, სიჩქარის გადაჭარბების შემთხვევაში პოლიცია ადგენს ჯარიმის „დღიური ერთეულების“ რაოდენობას, შემდეგ კი თითოეული ერთეული ითვლება გადამხდელის დისპოზიციური დღიური შემოსავლიდან. რაც მაღალია ადამიანის შემოსავალი, მით უფრო მაღალია ჯარიმაც.

მედიის ცნობით, სისტემა არაერთხელ გამხდარა საერთაშორისო განხილვის საგანი.

აღსანიშნავია, რომ 2023 წელს ფინელმა ბიზნესმენმა ანდერს ვიკლოფმა 121 ათასი ევრო გადაიხადა სიჩქარის გადაჭარბებისთვის. როგორც მედია აღნიშნავს, ეს არის შემთხვევა, რომელმაც კიდევ ერთხელ გამოკვეთა ქვეყნის პროგრესული სანქციების მოდელი.

ფინეთის ხელისუფლების განცხადებით, შემოსავლით გათვლადი ჯარიმები უზრუნველყოფს სამართლებრივი მიდგომის სამართლიანობას, რადგან სანქცია სხვადასხვა სოციალური სტატუსის მქონე ადამიანებისთვის ერთნაირი შემაკავებელი ძალით უნდა მოქმედებდეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები