„ქალაქში მოძრაობს ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომელსაც გადააქვს სამშენებლო ნარჩენი თუ სამშენებლო მასალა და ეს ყველაფერი იმდენად მოუწესრიგებლად ხდება, რომ ქალაქის დანაგვიანებას იწვევს” – გიორგი კახიანი

„ქალაქში მოძრაობს ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომელსაც გადააქვს სამშენებლო ნარჩენი თუ სამშენებლო მასალა და ეს ყველაფერი იმდენად მოუწესრიგებლად ხდება, რომ ქუჩების და ზოგადად ქალაქის დანაგვიანებას იწვევს”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, გიორგი კახიანი აცხადებს და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დაგეგმილ ცვლილებას ეხმაურება, რომელიც თბილისის ტერიტორიაზე ამტვერებადი მასალის გადაზიდვის, ასევე, მეორეული საბურავების, შავი და ფერადი ლითონების ჯართის საკითხებს ეხება.

“ეს სურათი თითოეულ ჩვენგანს ქალაქში არც თუ ისე იშვიათად გვინახავს.

ამიტომ ბუნებრივია, ამაზე გარკვეული რეაგირება საჭიროა იმისათვის, რომ ამ თვალსაზრისით მდგომარეობა გამოსწორდეს. ამ ინიციატივის მიხედვით, ასეთ შემთხვევებზე, როდესაც მოუწესრიგებელი სატრანსპორტო საშუალებებით ქალაქის დაბინძურება ხდება, ჯარიმები იზრდება და ვფიქრობ, რომ ეს გარკვეულწილად პრევენციის კიდევ ერთი მექანიზმი იქნება, რათა ჩვენი ქალაქი არ დაბინძურდეს“, – ამბობს კახიანი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები