მარინა ეზუგბაია: პირველად ჩვენს ცენტრში მოხდა არაინვაზიური ვენტილაცია, რაც საკმაოდ ეფექტური აღმოჩნდა
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, პირველად ცენტრში მოხდა არაინვაზიური ვენტილაცია და საკმაოდ ეფექტური აღმოჩნდა.
ამასთან, ეზუგბაიას თქმით, ინფექციურ საავადმყოფოში გუშინ ერთი ახალი პაციენტი მოთავსდა, რომლის ინფიცირების წყაროს დადგენაც მიმდინარეობს.
„გუშინ ჩვენთან მოთავსდა ერთი ახალი პაციენტი, რომლის წყაროც დადგენილი არ არის. დანარჩენი პაციენტები, რომლებიც ბოლო 24 საათში გამოვლინდნენ, როგორც ვიცი, არსებული წყაროების კონტაქტებია. მხოლოდ ჩვენთან არის მოთავსებულია ისეთი, რომელსაც სჭირდება წყაროს დადგენა. ერთი პაციენტის ტესტს დაველოდებით დღის მეორე ნახევარში“, – განაცხადა ეზუგბაიამ.
ცნობისთვის, არაინვაზიური ვენტილაცია არის ალტერნატივა ინვაზიური მექანიკური ვენტილაციის იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც აქვთ სუნთქვის ქრონიკული უკმარისობა.