გლდანში 62 წლის მამაკაცი, სავარაუდოდ, CO-თი დაიღუპა

გლდანის მე-5 მ/რნ-ში ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში 62 წლის კაცის ცხედარი იპოვეს. შემთხვევა დღეს, დილით მოხდა. ბინაში უგონო მდგომარეობაში იმყოფებოდა ახალგაზრდა მამაკაციც, რომელიც კლინიკაში გადაიყვანეს.

შემოწმების შედეგად, ბინაში აკრძალული, კუსტარულად დამონტაჟებული ღიაკამერიანი წყლის გამაცხელებელი აღმოჩნდა.

“სამაშველო საგამოძიებო და თბილისი ენერჯის სწრაფი რეაგირების სამსახურის სპეციალისტების ადგილზე მისვლის შემდეგ, სპეციალური აპარატურით შემოწმდა გაზგაყვანილობა. ბინაში აღმოჩნდა აკრძალული, კუსტარულად დამონტაჟებული მკვლელი, ღიაკამერიანი წყლის გამაცხელებელი. ბინაში სადაც მამაკაცი, სავარაუდოდ, CO-თი დაიღუპა, რამდენიმე თვის წინ „თბილისი ენერჯის” სპეციალისტებმა გეგმიური შემოწმებისას კუსტარულად დამონტაჟებული დანადგარი აღმოაჩინეს და ჩახსნეს ქსელიდან. ბინაში მცხოვრებლები კი გააფრთხილეს, თუმცა მოგვიანებით, როგორც აღმოჩნდა, მათ კვლავ თვითნებურად დააერთეს აკრძალული და საშიში ღია კამერიანი წყლის გამაცხელებელი, რაც, სავარაუდოდ, ადამიანის სიკვდილის მიზეზი გახდა. თბილისი ენერჯი გაფრთხილებთ დაიცვათ გაზზე მომუშავე დანადგარების უსაფრთხო მოხმარების წესები და აუცილებლად გაითვალისწინეთ ჩვენი სპეციალისტების რჩევები. ასევე, კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ კატეგორიულად აკრძალულია დახურულ სივრცეში ღიაკამერიანი გაზის გამათბობლებისა და წყლის გამაცხელებლების (ე.წ. კალონკების) მოხმარება. გაუფრთხილდით საკუთარი ოჯახის წევრების და მეზობლების ჯანმრთელობას”, – აცხადებენ “თბილისი ენერჯიში”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები