სერგეი ლავროვი: ვიმედოვნებთ, რომ უახლოეს დროში საქართველოსთან ავიამიმოსვლის საკითხს მოვაგვარებთ

რუსეთი იმედოვნებს, რომ უახლოეს დროში საქართველოსთან ავიამიმოსვლის აღდგენის საკითხის მოგვარება მოხერხდება.

ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა გორჩაკოვის სახელობის საჯარო დიპლომატიის ფონდის წარმომადგენლებთან მრგვალი მაგიდის დროს განაცხადა.

“სამწუხაროდ, ამჟამად ავიამიმოსვლა გაჩერებულია, ვიმედოვნებთ, რომ უახლოეს დროში ამ პრობლემის მოგვარებას შევძლებთ. ჩვენთვის მთავარია, თბილისში არ იყოს რუსოფობური კამპანიები, რომლის მსგავსი ექსცესები იყო შარშან. ამ მოვლენებმა რუსეთის მოქალაქეების უსაფრთხოებაზე სერიოზულად დაგვაფიქრა. მიუხედავად იმისა, რომ ამის შემდეგ ქართული მხარე გვარწმუნებდა, რომ რუსეთის მოქალაქეების უსაფრთხოება უზრუნველყოფილი იქნება, ავიამიმოსვლა გაყინულია დღემდე”, – აღნიშნა ლავროვმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები