თბილისში, მუხრანის ქუჩაზე, ბუნებრივმა აირმა გაჟონა – მოსახლეობა სახლებში უკვე დააბრუნეს
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა და საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა თბილისში, მუხრანის ქუჩაზე ბუნებრივი აირის მილი დაზიანების გამო ევაკუირებული მოსახლეობა სახლებში უკვე დააბრუნეს.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, ტერიტორიაზე გაზის მილი დაზიანდა და ბუნებრივი აირის გაჟონვა დაფიქსირდა.
არსებული ინფორმაციით, მილის დაზიანება მანქანის შეჯახებამ გამოიწვია.
შინაგან საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, რომ შესაბამისმა სამსახურებმა დროულად მოახერხეს მილის გადაკეტვა.