ეკატერინბურგში კლინიკური საავადმყოფოს ექიმები და პაციენტები, 78 პირი, კორონავირუსით დაინფიცირდნენ

რუსეთის ქალაქ ეკატერინბურგის ნომერ პირველი კლინიკური ცენტრალური საქალაქო საავადმყოფოს 78 ექიმი, სამედიცინო მუშაკი და პაციენტი კორონავირუსით დაინფიცირდა.

ამის შესახებ სვერდლოვსკის ოლქის გუბერნატორმა, ევგენი კუივაშევმა განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, ვითარება კონტროლდება. უმრავლესობა თავს კარგად გრძნობს, მხოლოდ ერთი პაციენტია მძიმე მდგომარეობაშია. საავადმყოფო კარანტინზეა დაკეტილი.

წინასწარი ინფორმაციით, ინფიცირების წყარო ერთ-ერთი ექიმი გახდა.

კუივაშევის თქმით, ინფიცირებულებს ეკატერინბურგის სასტუმროებში გადაანაწილებენ.

სვერდლოვსკის ოლქში, 20 აპრილის მდგომარეობით, კორონავირუსის 149 ოფიციალურად დადასტურებული შემთხვევაა, ერთი ადამიანი კი  გარდაიცვალა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები