“ინფექციურ საავადმყოფოში მყოფი 4 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, თუმცა დინამიკა გაუმჯობესებულია”
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ექიმის, ინფექციონისტის, ალექსანდრე გოგინავას განცხადებით მათ კლინიკაში 45 პაციენტია მოთავსებული.
გოგინავამ, კლინიკაში მყოფი პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობაც შეაფასა.
“ჩვენთან არის 45 პაციენტი, მათგან 4 პაციენტის მდგომარეობა ფასდება, როგორც მძიმე, თუმცა დინამიკაში მათი მდგომარეობა გაუმჯობესებულია. დღეს დილის მონაცემებით სტაბილურია. სტაბილურია სხვა პაციენტების მდგომარეობაც. ჩვენთან არ არის შემოსული ახალი დადასტურებული შემთხვევა, გუშინწინ იყო ბოლო შემთხვევა”,- განაცხადა გოგინავამ.