სოფელ კულიკამში სახლი გაქურდეს
ახალქალაქში, სოფელ კულიკამაში სახლი გაქურდეს. საცხოვრებელი დროებით მიტოვებულია და იქ თვეებია არავის უცხოვრია. ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ.
როგორც ადგილობრივები „რეგიონულ კვირასთან“ საუბრისას ამბობენ, მძარცველებმა სახლი თავდაყირა დააყენეს. ერთ-ერთი მეზობლის თქმით, წაღებულია 15 000 ლარი და 2 რეგისტრირებული იარაღი. ქურდობის ფაქტი ოჯახის ნათესავმა შენიშნა, რომელიც მიტოვებულ სახლს ხშირად სტუმრობდა და როგორც თავად ამბობს, ყურადღებას აქცევდა. დღეს კი სახლში მისულს უჩვეულო სურათი დახვდა.
ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 237 მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ცეცხლსასროლი იარაღის (გარდა სანადირო გლუვლულიანი ცეცხლსასროლი იარაღის (თოფისა), მისი მაკომპლექტებელი დეტალის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების, ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო დაუფლება მისაკუთრების მიზნით, ან გამოძალვას გულისხმობს. ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან რვა წლამდე.