ბოლნისისა და სოფელ რაჭისუბნის შესასვლელელ-გასასვლელებში საკონტროლო პუნქტები მოეწყო (ვიდეო)

უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის გამო, ქალაქ ბოლნისსა და სოფელ რაჭისუბანში საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში მკაცრი საკარანტინო შეზღუდვები ამოქმედდა. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ქალაქ ბოლნისისა და სოფელ რაჭისუბნის შესასვლელებსა და გასასვლელებში 5 დამატებითი საკონტროლო გამშვები პუნქტი მოეწყო.

“საკარანტინო პირობები მოქალაქეთა თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვას ითვალისწინებს.

შეზღუდვებს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად 24 საათის განმავლობაში, საგანგებო რეჟიმში გააკონტროლებენ.

პოლიცია ადმინისტრაციულ საზღვრებზე პირთა გადაადგილებასა და საგანგებო მდგომარეობის გამკაცრებული პირობების შესრულებას უზრუნველყოფს.

პოლიცია ადგილობრივ მოსახლეობას საკარანტინო შეზღუდვებს განუმარტავს და, საჭიროების შემთხვევაში, მაქსიმალურად დაეხმარება”, – ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ყველა პირი ვალდებულია, დაემორჩილოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები