მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის გამო, ქალაქი ბოლნისი და სოფელი რაჭისუბანი ჩაიკეტა
ბოლნისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის რეკომენდაციით, მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის გამო, ქალაქი ბოლნისი და სოფელი რაჭისუბანი ჩაიკეტება და მკაცრ საკარანტინო ზონად გამოცხადდება. ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიამ ქალაქისა და სოფლის ჩაკეტვის გადაწყეტილება მუნიციპალიტეტში კორონავირუსის მასშტაბური გავრცელების პრევენციის მიზნით მიიღო.
აღნიშნულის შესახებ “რეგიონულ კვირას” ბოლნისის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს.
“ქალაქისა და სოფლის საზღვრებზე მოეწყო ბლოკპოსტები, რომლებსაც პოლიცია აკონტროლებს. საკარანტინო ზონაში სურსათისა და მედიკამენტების ტრანსპორტირება ყოველგვარი შეფერხების გარეშე განხორციელდება. შეგახსენებთ, რომ ბოლნისის მუნიციპალიტეტში მკაცრ საკარანტინო ზონად ქალაქი ბოლნისისა და სოფელი რაჭისუბნის გარდა ქვემო ბოლნისი, სავანეთი, ბალიჭი და დაბა კაზრეთიც გამოცხადდა. ბოლნისის მუნიციპალიტეტი მოგიწოდებთ, მკაცრად დაიცვათ საკარანტინო წესები და რეკომენდაციები, დარჩეთ სახლში და გაუფრთხილდეთ თქვენს ჯანმრთელობას!”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.