თამარ ტალიაშვილმა StopCov ფონდში 10 ათასი ლარი გადარიცხა

თბილისის საკრებულოს ზღვისუბნის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ევროსაბჭოს კონგრესის ვიცეპრეზიდენტმა, თამარ ტალიაშვილმა საქართველოში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის ფონდში StopCov 10 ათასი ლარი გადარიცხა. ამის შესახებ “კვირას” დეპუტატის სამაჟორიტარო წარმომადგენლობიდან აცნობეს.

დეპუტატი ყოველდღიურ რეჟიმში აქტიურად მონაწილეობს სხვადასხვა საქველმოქმედო აქციაში, მათ შორის მარტოხელა მოხუცებისა და მრავალშვილიანი ოჯახებისთვის პროდუქტების გადაცემის თბილისის საკრებულოს აქციაში. ასევე, მისი ინიციატივით, კერძო სექტორთან აქტიური თანამშრომლობით მიმდინარეობს ზღვისუბანში შეჭირვებული ოჯახებისათვის საკვები პროდუქტების ვაუჩერების გადაცემა.

აღსანიშნავია, რომ დეპუტატმა გაიარა წითელი ჯვრის გადამზადების სპეციალური კურსი, რათა დაავადებათა კონტროლის ცენტრის ყველა რეკომენდაციის გათვალისწინებით, პროცესში ჩართული თითოეული ადამიანის ჯანმრთელობა და უსაფრთხოება დაცული იყოს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები