ლენტეხის მუნიციპალიტეტი ჩაიკეტა

ლენტეხის მუნიციპალიტეტი ჩაიკეტა. მურის ხიდთან გზა გადაკეტილია და პერიმეტრს სამართალდამცავები და სამხედროები აკონტროლებენ.

როგორც “რეგიონული კვირის” ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება, პერიმეტრზე არც მანქანებს და არც ქვეითად მოსიარულეებს აღარ ატარებენ.

ცნობისთვის, ლენტეხში კორონავირუსის 4 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ოთხივე დაინფიცირებული 53 წლის მამაკაცის ოჯახის წევრი და ახლო გარემოცვაა.  როგორც ირკვევა, პაციენტების მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია.

“რეგიონული კვირის” ინფორმაციით, დღეს ლაბორატორიიდან 11 პირის ანალიზის პასუხს ელოდებოდნენ, რომელთაგან 4 დადებითი, დანარჩენი კი უარყოფითი აღმოჩნდა.

შეგახსენებთ, საქართველოში კორონავირუსის 230 დადასტურებული შემთხვევაა, საიდანაც 54 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 3 გარდაცვლილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები