ზუგდიდში გარევაჭრობის ობიექტს შლიან

ზუგდიდში, ნიკოლაძის ქუჩაზე გარევაჭრობის ობიექტს შლიან. მიზეზი უნებართვო საქმიანობა და, ამასთან ერთად, ვირუსის პირობებში გაზრდილი საფრთხეა.

უკვე საათზე მეტია, მცირე მეწარმეები სამართალდამცველებს ჯიხურების დაშლის ნებას არ აძლევენ. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა.

ზუგდიდის მერიის ინფორმაციით, ობიექტს უნებართვო საქმიანობისთვის დაკისრებული აქვს ჯარიმაც, ახალი რეგულაციების პირობებში კი ვერ აკმაყოფილებს აგრარული სავაჭრო სივრცეებისთვის დადგენილ სტანდარტებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები