მარინა ეზუგბაია: სომხეთიდან გადმოყვანილი პაციენტების მდგომარეობა მძიმე არ არის

“სომხეთიდან გადმოყვანილი ორი პაციენტის მდგომარეობა მძიმე არაა”, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.

მისი თქმით, ორივე მათგანი კლინიკაში კორონავირუსის უკვე დადასტურებული დიაგნოზით შეიყვანეს.

არსებული ინფორმაციით, საუბარია სატვირთო ავტომობილების მძღოლებზე.

„სომხეთიდან გადმოიყვანეს დადასტურებული, ისინი სომხეთში იმყოფებოდნენ. მათი მდგომარეობა არ არის მძიმე. დაავადების, დაახლოებით, მეცხრე, მეათე დღეა. შესაბამისად, 10 დღის განმავლობაში თუ არ არის დაავადების მკვეთრი პროგრესირება, ასეთი პაციენტების მდგომარეობა მუდმივად სტაბილურია და უფრო ადრე ეწყებათ ხოლმე გამოჯანმრთელება. ეს ორი პაციენტი ასეთ სიტუაციაშია, ალბათ, დარჩება სტაბილური მდგომარეობა და გამოჯანმრთელებაც დადგება“, – განაცხადა ეზუგბაიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები